საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გვიან ღამით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია რეგიონებში თოვლის გამო შექმნილი პრობლემებისა და მათ აღმოსაფხვრელად მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვითარების ადგილზე გასაცნობად, დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი. რეგიონში ასევე იმყოფებიან ენერგეტიკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.