ლევან შონია: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება
05-01-2016, 02:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება - ამის შესახებ guardian.ge-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ განუცხადა. გუბერნატორის თქმით, რეგიონის ყველა შიდა გზაზე  მოძრაობა აღდგენილია, თუმცა კვლავ რჩება შეზღუდვები ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, სადაც სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.


„ელექტროენერგიის სრულად აღსადგენად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დამატებითი სარემონტო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ აღდგენით სამუშაოებს. რაც შეეხება გზებზე არსებულ მდგომარეობას, ამ დროისთვის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის [კმ30-კმ70] (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე დასაშვებია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის [კმ71-კმ188] (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში არსებული თითქმის ყველა შიდა გზა - სოფლებთან მისასვლელი გზები, საავადმყოფოებთან მისასვლელი გზები არის გაწმენდილი. ამავდროულად, ისეთ სოფლებში, სადაც თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, სპეცტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს“ - განაცხადა ლევან შონიამ და დაამატა, რომ დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი