ზვიად კუპრავა: პროკურატურაში ბესელიას, კობახიძეს და პოლიტპატიმართა სიის შემდგენი კომისიის სხვა წევრების მიმართ საჩივარი შევიტანეთ
05-01-2016, 03:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა პროკურატურაში იმყოფება. მან საგამოძიებო უწყებას ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში კრიმინალების მოხვედრის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

 

 

როგორც პროკურატურაში შესვლამდე კუპრავამ განაცხადა, სიაში შეყვანილია ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და მათ პოლიტიკასთან შეხება არ აქვთ.

 

 

„ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავარ პროკურატურაში შევიტანეთ საჩივარი ეკა ბესელიას, მანანა კობახიძის, მერაბ ტურავას, ნინო გვენეტაძის და პოლიტპატიმართა სიის შემდგენი კომისიის სხვა წევრების მიმართ იმასთან დაკავშირბით, რომ აღნიშნულ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მსჯავრდებულები და ბრალდებულები იყვნენ სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებსაც არცერთ პოლიტიკურ პროცესში არ მიუღიათ მონაწილეობა, მაინც მოხვდნენ პოლიტპატიმართა სიაში. ამ სიაში არის ზურაბ შალიკიანი, რომელსაც პოლიტიკური კარიერა არ ჰქონია, არის კრიმინალური ავტორიტეტი. პარლამენტის ამ დადგენილებაში 60-მდე პირია, რომელიც 260-ე მუხლით არიან დაკავებული. ეს მუხლი ნარკოდანაშაულს ითვალისწინებს " - განმარტავს ზვიად კუპრავა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი