თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, "შირაქის პროდუქტის" ჯიხურის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით არის დაწყებული.
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე "შირაქის პროდუქტის" ჯიხური გაქურდეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მათი ინფორმაციით, წაღებულია ღვინო, საღეჭი რეზინი და ხურდა ფული. სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.