საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მზუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს საახალწლოდ ფულადი დახმარება დაურიგდათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფრომაციით, თანხა ერთჯერადი დახმარების სახით ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტ ბავშვს გადაერიცხა, ასევე საქართველოს პრეზიდენტის სახელით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გაეგზავნათ.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან აღნიშნული მიზნით გამოყოფილი თანხის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ინფორმაცია სოციალურ მუშაკებს მიაწოდა.
"გიორგი აბაშიშვილმა მოწვეულ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის შესახებ, რომელიც ერთჯერადი დახმარების სახით გადაერიცხა. ასევე საქართველოს პრეზიდენტის სახელით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გაეგზავნათ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმისათვის, რომ ბავშვებისათვის ახალი წელი კიდევ უფრო ლამაზი ყოფილიყო" – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.