გიორგი ღვინიაშვილი: რეგიონებში გზების გასაწმენდად გამოყოფილი თანხა ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის
05-01-2016, 05:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, გიორგი ღვინიაშვილი თოვლის შედეგად გზებზე შექმნილ შეფერხებებს ეხმაურება. ღვინიაშვილის განცხადებით, მიუხედავად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მსგავსი შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხისა, რეგიონებში, სადაც თოვლი მოვიდა, გზები არ გაწმენდილა.    

 

 

"როგორც წესი, ყოველწლიურად, ზამთარში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გზების მოვლისთვის საკმაოდ სოლიდური თანხები გამოიყოფა-ხოლმე, მაგრამ მე-5 დღეა, საქართველოს ყველა კუთხეში, სადაც თოვლი მოვიდა, გზები არ გაწმენდილა. ამის მიზეზი კი ერთია - თანხები ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის და იმის იმედად არიან, როდის დათბება და თოვლი დადნება.    

 

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, პრემიერმა თავისი წარმომადგენელი დღეს გაგზავნა ვითარების გასაცნობად, რაც უკვე მავნებლობაა. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქმის გასაკეთებლად“, - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი