პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები კახეთში დაღუპული პოლიციელების დაკრძალვას დაესწრნენ
05-01-2016, 05:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და მთავრობის სხვა წევრები, კახეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების - მაია ჯავახიშვილის და გელა ლამაზოშვილის დაკრძალვას დაესწრნენ და მათ ოჯახებს მიუსამძიმრეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს.


30 დეკემბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს ეზოში სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს და პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილს სანადირო თოფიდან ესროლეს. ორივე პოლიციელი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი