ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა
05-01-2016, 06:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით, - ამის შესახებ ნათქვამია ღვინის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

მათივე ინფორმაციით, ჩინეთში, წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის მკვეთრი ზრდის ტემპები წლის ბოლომდე შენარჩუნდა და 2015 წლის მონაცემებით 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ). ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის დინამიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2005 წელი - 37 501 ბოთლი, 2006 წ.– 72 955, 2007 წ.– 117 258, 2008 წ.– 27 214, 2009 წ.– 175 556, 2010 წ.– 222 055, 2011 წ.– 582 626, 2012 წ.– 1 203 322, 2013 წ.– 898 432, 2014 წ.– 1 205 898 და 2015 წ.- 2 672 154 ბოთლი. 2015 წელს ჩინეთში ექსპორტირებულია აგრეთვე 30 200 ბოთლი ბრენდი (0,5 ლ) და 6 052 ბოთლი ჭაჭა (0,5 ლ). ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მატება განაპირობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულმა აქტიურმა ღონისძიებებმა.

 

 

 

კერძოდ, 2015 წლის ივლისში პეკინში, გაიხსნა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი, რომლის ორგანიზებითაც ტარდებოდა საგანმანათლებლო სემინარები ქართული ღვინის კულტურის შესახებ, ეწყობოდა დეგუსტაციები, ამასთან ერთად, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ჩინეთში გამართულ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, ჩინელი ღვინის პროფესიონალების, მედიისა და მოყვარულებისთვის საქართველოში მოეწყო ღვინის ტურები, სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Meiburg Wine Media ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა გამართა ქართული ღვინის არაერთი პრეზენტაცია-დეგუსტაცია, ჩინურ მედიაში დაიბეჭდა ქართული ღვინის შესახებ საპრომოციო სტატიები და ტელევიზიებით მომზადდა სპეციალური სიუჟეტები, ქართული ღვინის აქტიური რეკლამირება ხდებოდა ადგილობრივი სოციალური ქსელების მეშვეობითაც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი