სამტრედიის მუნიციპალიტეტში ელექტრომომარაგების აღდგენისა და საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
05-01-2016, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ელექტრომომარაგების აღდგენისა და საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დასავლეთ საქართველოში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ამაშუკელი იმყოფება.


როგორც ამაშუკელმა guardian.ge-ს  განუცხადა, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 
ამაშუკელის ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთშია. მისივე თქმით, რეგიონებში მდგომარეობის გაუარესება არ არის მოსალოდნელი.

 
„ამჟამად, მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და ელექტრომომარაგების კუთხით ინტენსიური სამუშაოები ყველა რეგიონის პრობლემურ მინიციპალიტეტში. მხოლოდ ელექტროკომპანიის 400-მდე სამუშაო ჯგუფია გასული სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის აღდგენა აბონენტებისთვის. მობილიზებულია სპეცტექნიკა და იწმინდება გზები. მოძრაობა შეფერხებულია მხოლოდ მუნიციპალიტეტების შიდა საუბნო გზებზე. ჩემი ინფორმაციით, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი დამაიმედებელია და შესაბამისად, მდგომარეობის გაუარესებას არ ველოდებით“ - აღნიშნა გიორგი ამაშუკელმა guardian.ge-სთან საუბრისას.


საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ამაშუკელის გარდა, ადგილებზე პრობლემების გადაწყვეტაში, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილია ჩართული. დღეს ისინი სამტრედიაში არსებულ მდგომარეობას იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელ ვალერი ფოცხვერიასთან ერთად გაეცნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი