ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია - ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. დაბაში თოვლის საფარმა 40-50 სმ-ს, ხოლო მაღალ ზონაში 1 მ-ს მიაღწია. უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ შეფერხებებთან გასამკლავებლად, ხულოში დილიდან მიმდინარეობდა სამუშაოები, მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა.
მუნიციპალიტეტის ცნობით, გაიწმინდა დანისპარაული-ხულოს, ღორჯომი-დიდაჭარის, დიდაჭარა-ხულოს, საციხური-დიდაჭარის, ქედლები-ხულოს, კორტოხი-გელაძეები-პაქსაძეების, აგარა-საციხურის ვაშლოვანი-ხულოს, ძირკვაძეები-ხულოს საავტომობილო გზები. ხულო-ბათუმის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა არ შეჩერებულა.
შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა, დაზიანებების აღმოფხვრა დროულად მოხდა.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ა.რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხულოს წარმომადგენლობის უფროსი რაულ ბოლქვაძე, დიდაჭარისა და ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ. ადგილზე გაეცნენ საავტომობილო გზების გაწმენდის პროცესს და არსებულ პრობლემებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.