კახა კალაძემ გარდაბნელებს გამგებლობის კანდიდატი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა ჯამარაული წარუდგინა
05-01-2016, 23:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

5 იანვარს, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ’’ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად გოჩა ჯამარაული წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრეს-სამსახური ავრცელებს.
 

,,გვქონდა შეხვედრა გარდაბნის ადგილობრივ მოსახლეობასთან, პარტიის აქტივთან. საოლქო ორგანიზაციის კონფერენციის შედეგად ავირჩიეთ პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ასევე წარვადგინეთ გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი ეს გახლავთ ბატონი გოჩა ჯამარაული. თქვენ იცით გოჩას კარიერა , ის წლების განმავლობაში სპორტით, ფეხბურთით იყო დაკავებული, საქართველოს ნაკრებში არაერთი თამაში აქვს ჩატარებული. სპორტის შემდეგ, საკმაოდ წარმატებულად ჩაერთო ბიზნესში . ის არის კარგი მენეჯერი და რაც მთავარია პატიოსანი ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრებით.


სამომავლოთ, ჩვენს გუნდთთან ერთად ვგეგმავთ გარდაბნის რაიონის და ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი ღონიძიებების გატარებას.’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.


,,დღეს წარვადგინეთ კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი.ეს კანდიდატი შეირჩა მისი პროფესიული უნარ-ჩვევების გამო, ის არის თავისი საქმის პროფესიონალი, სუფთა წარსულით რომელიც ნამდვილად გახდება გარდაბნელების რჩეული და ვფიქრობ ღირსეულად გაიმარჯვებს არჩევნებში.’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


გუშინ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გარდაბნის მუნიციპალიტეტში გახსნეს.


საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 9 დეკემბრის N09/12/01 განკარგულების საფუძველზე, გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს გაიმართება.


რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, გარდაბნის პირდაპირი წესით არჩეული გამგებლის, გარსევან ნიორაძის გარდაცვალებამ განაპირობა.


კანონის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნებში გამგებელი შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით აირჩევა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი