ვაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს. აღნიშნულის მიზეზი კი საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მომხდარი სისტემური ავარია გახდა.
როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს დილით, დაახლოებით, 06:35 საათზე, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მომხდარი სისტემური ავარიის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" არაგვის ხეობაში - საგურამოსა და ნატახტარში განთავსებულ ობიექტებსა და სატუმბო სადგურებს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემური ავარიის აღმოფხვრა სწრაფად გახდა შესაძლებელი, წყალმომარაგების ძირითადი ობიექტების ფუნქციონირების აღსადგენად გარკვეული დრო არის საჭირო. არაგვის ხეობაში განთავსებული ობიექტებით დედაქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი სასმელი წყლით მარაგდება. გარდა ამისა, სისტემური ავარიის შედეგად, ჰიდრავლიკური დარტყმა მიიღო საგურამოს სატუმბო სადგურიდან გამომავალმა 1400 მმ-იანმა მაგისტრალურმა წყალდენმა, რომელიც ავარიულად დაზიანდა, რამაც წყალმომარაგების შეწყვეტა გამოიწვია. შექმნილი ვითარების გამო, ამ ეტაპზე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს ვაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს. არსებული ვითარების სტაბილიზაციისთვის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს. წყალმომარაგების აღდგენა, დღეს, 15:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე ეტაპობრივად გახდება შესაძლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.