საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთის მიერ განახლებული თავდაცვის დოქტრინის მიღებას აფასებს და ამბობს, რომ მოსკოვის რეაქცია ნატო-ს გაფართოების მიმართ მოულოდნელი არ არის.
"აქ ახალი არაფერი არ არის. გასაგებია, რუსეთის სახელმწიფოს, ხელისუფლებას ამოცანად აქვს დასახული ნატო-ს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა და ეს სრულიად მოსალოდნელია. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა უცნაური. მოვლენები, რომლებიც ვითარდება, მაგალითად, იგივე მაკედონიაში, ძალიან კარგად აჩვენებს მის დამოკიდებულებას და განზრახვებს. თუმცა, ამასობაში თავისუფალი სამყარო საკუთარი წესებით მოქმედებს და ბუნებრივია, არ ექვემდებარება მსგავსი ტიპის შანტაჟს თუ მსგავსი ტიპის დამოკიდებულებებს. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთის თანამშრომლობას, ჩვენ ვიცით, რომ ეს "ხელშეკრულებები" ხელმოწერილია, ძალაშია შესული, თუმცა ასევე ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რეალურ ცხოვრებაში არაფერი მომხდარა რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებელი ჩვენი მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზიც გამხდარა ხშირ შემთხვევაში. ასე, რომ რუსეთი არ იცავს თავის პრინციპებს, არც სუვერენულ ქვეყნებთან მიმართებაში და არც მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, უბრალოდ იმიტომ, რომ რუსული ხელისუფლების სახე ასეთია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასული წლის 31 დეკემბერს ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს გაფართოება ქვეყნისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ BBC წერს.
დოკუმენტში წერია, რომ რუსეთის "დამოუკიდებელმა საშინაო და საგარეო პოლიტიკამ" შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან კონტრ-ქმედებები განაპირობა. რუსეთი ამერიკას და მის მოკავშირეებს ბრალს სდებს იმაში, რომ გლობალურ საქმეებში დომინირებისთვის ბრძოლობენ.
2014 წელს უკრაინაში დაწყებულმა კონფლიქტმა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები წაახდინა. 2014 წელს რუსეთმა განაცხადა, რომ ის ცვლიდა მის სამხედრო დოქტრინას, უკრაინის კრიზისისა და ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში წარმოდგენის გათვალისწინებით.
კრემლის მრჩეველმა მიხეილ პოპოვმა მაშინ განაცხადა, რომ ბოლო წლებში ნატოს გაფართოება, ნიშნავდა იმას, რომ ალიანსი უფრო მეტად უახლოვდებოდა რუსეთის საზღვრებს, რაც წარმოადგენდა "გარე საფრთხეს" მისი ქვეყნისთვის.
ალბანეთი და ხორვატია ნატოს წევრები 2009 წელს გახდნენ. 2011 წელს ალიანსმა 4 ასპირანტი ქვეყანა ცნო - ბოსნია, საქართველო, მაკედონია და მონტენეგრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.