კვირიკაშვილისა და კელის შეხვედრისას საუბარი საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებსაც შეეხო
06-01-2016, 03:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იან კელისთან პირველი შეხვედრა გამართა.


მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი. საუბარი ასევე შეეხო მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე. იან კელიმ წარმატებები უსურვა გიორგი კვირიკაშვილს და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ამერიკის ელჩის განცხადებით, გაგრძელდება ღრმა და ფართო თანამშრომლობა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.


"შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რა გზით უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რა სფეროში ვიქნებით მისთვის ყველაზე საჭირო, რათა იგი წარმატებული გახდეს,"–აღნიშნა იან კელიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი