ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესის წლის ბოლომდე გაჭიანურების შესაძლებლობას გიორგი აბაშიშვილი აფასებს
06-01-2016, 03:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესის წლის ბოლომდე გაჭიანურების შესაძლო სცენარში ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავს.


"მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ ამ სცენარს, რადგან მასში არანაირი ლოგიკა არ არის. გამოვრიცხავ, რომ არსებობდეს რაიმე წინასწარი განზრახვა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის არდამტკიცებასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ეს კანდიდატი იქნება კვალიფიციური, პროფესიონალი და ღია პროცესით – საზოგადოების ჩართულობით შერჩეული. ცხადია პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხზე და მივესალმებით კანდიდატურასთან დაკავშირებით კვალიფიციურ დისკუსიას, მაგრამ არდამტკიცება არც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით არ იქნება და ვერ იქნება გამართლებული, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ დავაყენებთ ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას," განაცხადა აბაშიშვილმა და აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებითაც კი, რომ საქართველოს ეკონომიკა სერიოზული გამოწვევევის წინაშეა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს ჰყავდეს ახალი ხელმძღვანელი.


არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძის შემცვლელის არჩევა შესაძლოა წლის ბოლომდე გაჭიანურდეს. პროცესის აღნიშნული სცენარით განვითარებას არ გამორიცხავს მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი, მათ შორის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი