„პოზიცია“-მ და ქუჩის მუსიკოსებმა თბილისის მეორე საჯარო სკოლა-პანსიონის მოზარდებს შობა-ახალი წელი მიულოცეს
06-01-2016, 04:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“პოზიცია“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის სხვა წევრებთან, ქუჩის მუსიკოსებთან და სანტასთან ერთად, თბილისის მეორე საჯარო სკოლა-პანსიონი მოინახულა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პანსიონის მოზარდებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.

 

 

მოზარდებმა, ქუჩის მუსიკოსებთან და სანტასთან ერთად, სიმღერები შეასრულეს. ისინი ასევე სხვადასხვა ნომრით წარსდგნენ სტუმრების წინაშე – იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები.

 

 

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პანსიონის ხელმძღვანელისგან სკოლაში არსებული პრობლემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და მათ თანადგომასა და თანამშრომლობას დაპირდნენ.

 

 

„პოზიცია“-ს ხელმძღვანელის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, საზოგადოება და ორგანიზაციები შეძლებისდაგვარად უნდა გაერთიანდნენ და მიიღონ მსგავს აქტივობებში მონაწილეობა, რადგან ამ კუთხით ღონისძიებებში ჩართვა ყველა მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობაა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი