„ხობი წარმოების ქალაქად იქცევა, აქ ცხოვრება საამაყო და სასურველი გახდება“ - ამ სიტყვებით დაიწყო დღეს ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა 2016 წლის პირველი შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა ქაჯაიასა და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად, მიმდინარე წელს წარმოების განვითარების მხრივ დაგეგმილი პროექტები მომოიხილა.
ადგილობრივი ხელისუფლების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის თებერვლიდან ხობის მუნიციპალიტეტში 4 ახალი საწარმო აშენდება. კერძოდ, შპს „ მაისტარლენდ ჯორჯია“ ხობში ქაღალდის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას იწყებს. სამი უცხოელი ინვესტორი თავად ჩამოვა, ააწყობს წარმოებას და კომპანიის ხარჯზე მოახდენს კადრების გადამზადებას. კომპანია ძირითადად ექსპორტზე იმუშავებს, ნედლეული კი მაკულატურა იქნება.
გარდა ამისა, ხობში დაგეგმილია საკონსერვო წარმოების გამოცოცხლებაც. შპს „კერია“ მრავალწლიანი მცენარეების განაშენიანებას მოახდენს. საამისოდ უკვე დაწყებულია მიწების შეძენა. გლეხს შესაძლებლობა ექნება ფეიხოა, კივი, ტყემალი და სხვა ხილი ჩააბაროს ქარხანაში. ასევე, დაიწყება თხილის პასტის წარმოება. კომპანია იზრუნებს მეცხენეობის განვითარებაზეც.
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში შენდება ქარხანა, რომელიც სიმინდისგან სამედიცინო სპირტს აწარმოებს. ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფელის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყობა მარწყვის სასათბურე მეურნეობა. ეს არის საქართველოში პირველი ექსპერიმენტული წარმოება, რომელსაც ხობში ჩაეყრება საფუძველი. სისტემა მთლიანად მზის ენერგიაზე იქნება აწყობილი.
გოდერძი ბუკიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მეფრინველეობის ფერმა გაიზრდება, ხოლო ხობის მუნიციპალიტეტის სამ სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ანალოგიური ფერმები აშენდება.
შემუშავდება მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კადრების მოზიდვას. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და დეპუტატის ბიუროს ერთობლივი ჩართულობით შეიქმნება მონაცემთა ბაზა.
"მოვუწოდებთ თითოეულ ხობელს, იყავით აქტიური, ნუ დაიზარებთ მუშაობას. პირველ რიგში ეს ყველაფერი თქვენი ოჯახის საკეთილდღეოდ კეთდება," აღნიშნა გოდერძი ბუკიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.