მთავარი პროკურორი პროკურატურის ორგანოების გარდაცვლილი თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა
06-01-2016, 04:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პროკურატურის ორგანოების გარდაცვლილი თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილეები მამუკა ვასაძე, გიორგი გოგაძე, გიორგი გაბიტაშვილი და პროკურატურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 


მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე 2013 - 2015 წლებში გარდაცვლილი თანამშრომლები ბელა ბერიკელაშვილი, გიორგი ლომაშვილი, რევაზ მამადაშვილი და ნიკოლოზ მუქერია გაიხსენეს, ისაუბრეს მათ საქმიანობასა და პროკურატურის განვითარებაში შეტანილ წვლილზე. მთავარმა პროკურორმა პროკურატურაში საქმიანობისას პროკურატურის ღირსეულად წარმოჩენისა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის ბელა ბერიკელაშვილი, გიორგი ლომაშვილი, რევაზ მამადაშვილი და ნიკოლოზ მუქერია მადლობის სიგელებით და პროკურატურის მედალიონებით დააჯილდოვა, რომლებიც მათი ოჯახის წევრებს გადაეცათ. ასევე მიულოცა ახალი წელი და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაული.

 


შეხვედრაზე პროკურატურის თანამშრომლებმა გარდაცვლილი კოლეგები გაიხსენეს და მათ პიროვნულ და პროფესიულ ღირსებებზე ისაუბრეს.
პროკურატურის ორგანოების გარდაცვლილი თანამშრომლების ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მთავარ პროკურორს გულთბილი მიღებისთვის, მათი ოჯახის წევრების გახსენებისთვის და პატივის მიგებისთვის.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი