ქუთაისის საქალაქო სასამართლო: მამუკა ახვლედიანის მიზანს წარმოადგენს არა სასამართლო სისტემის გაძლიერება და განვითარება, არამედ მისი დისკრედიტაცია
06-01-2016, 05:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ემიჯნება და მკვეთრად უარყოფითად აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის გაკეთებულ განცხადებებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახვლედიანის მიზანს წარმოადგენს არა სასამართლო სისტემის გაძლიერება და განვითარება, არამედ მისი დისკრედიტაცია, შესუსტება და დაკნინება საზოგადოების თვალში.


"გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც გამოირჩევა საერთო სასამართლოების სისტემის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური შინაარსით, რაც თავისთავად გაგრძელებაა იმ ბინძური კამპანიისა, რაც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. მ. ახვლედიანს თავის არც ერთ განცხადებაში არ დაუფიქსირებია რაიმე კონკრეტული ფაქტი ან არგუმენტი, რაც ოდნავი დამაჯერებლობის შეგრძნებას მაინც დატოვებდა ნებისმიერ მსმენელში, შესაბამისად, სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს არა სასამართლო სისტემის გაძლიერება და განვითარება, არამედ მისი დისკრედიტაცია, შესუსტება და დაკნინება საზოგადოების თვალში. აღნიშნული კი, როგორც თითეული ჩვენგანისათვის, ასევე მ. ახვლედიანისთვისაც კარგად ცნობილია, რომ სასამართლოსთან დაპირისპირებული არასამთავრობო ორგანიზაციების, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წისქვილზე ასხამს წყალს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზეც, რომ მ. ახვლედიანის განცხადებებს და მოსაზრებებს, არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეები, იმ სასამართლოს მოსამართლეები, რომლის თავმჯდომარეც თვითონ არის, საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ სხვა სასამართლოების მოსამართლეები იზიარებდნენ მ. ახვლედიანის პოზიციას. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მ. ახვლედიანი საუბრობს მხოლოდ საკუთარი სახელით, რომლის პოზიციას არც ძალა აქვს და მითუმეტეს არც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სასამართლო ხელისუფლებისათვის. დასახელებული ფაქტების ერთობლიობა, ასევე მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია, სრულ უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ მ. ახვლედიანი მართულია სწორედ იმ პოლიტიკური ძალების და პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ვისაც ხელს აძლევს სასამართლო სისტემის შესუსტება და მასზე გავლენის მოპოვება. აღნიშნული, როგორც გარეშე ძალების ასევე მოსამართლე მამუკა ახვლედიანის მხრიდან ყოვლად ამორალურ, უზნეო და უღირს საქციელს წარმოადგენს. მ. ახვლედიანი კი მოსამართლის მაღალი საზოგადოებრივი სტატუსის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ყურადღებას, სწორედ საკუთარი მორალური პრინციპების, ზნეობის და ღირსების გრძნობის მიმართ უნდა იჩენდეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლო ემიჯნება და მკვეთრად უარყოფითად აფასებს მ. ახვლედიანის გაკეთებულ განცხადებებსა და მის მიერ დაფიქსიებულ პოზიციას", - აღნიშნულია განცხადებაში.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი