როგორი მდგომარეობაა სამეგრელო-ზემო სვანეთში - გუბერნატორმა ლევან შონიამ საგანგებო შტაბის სხდომაზე გამგებლებისაგან უახლესი ინფორმაციები მიიღო
06-01-2016, 06:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ საგანგებო შტაბის გაფართოებული სხდომა გამართა, რომელსაც რეგიონის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტების გამგებლები, მერები და გუბერნატორის მოადგილეები ესწრებოდნენ.


გუბერნატორმა დეტალურად მიიღო ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე.


სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით ყველა ცენტრალური (მესტიის გარდა) სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზები გაწმენდილია. გუბერნატორის დავალებით, დამატებითი სპეცტექნიკა დღეს ჩხოროწყუს და წალენჯიხის იმ მაღალმთიანი სოფლების შიდა გზებს გაწმენდს, სადაც აქამდე მდგომარეობა პრობლემური იყო. ამ დროისთვის ინტენსიურად იწმინდება ჯვარი-ხაიშის მონაკვეთი და მესტიის მიმართულებით მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება.

 


გუბერნატორმა დიდთოვლობის გამო დაზიანებულ სახლებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, თითოეულ დაზარალებულ ოჯახს ხელისუფლება დაეხმარება.

 


სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე, ბოლო მონაცემებით, დარჩენილია 1000-მდე აბონენტი, რომელთა 70 პოროცენტს 17 საათამდე ელექტრომომარაგება აღუდგება, დანარჩენ აბონენტებს კი დენი დღის ბოლომდე ჩაერთვებათ. გაზმომარაგებასთან დაკავშირებით კი რეგიონში პრობლემა არ არსებობს.

 


გუბერნატორმა გაწეული მუშაობისთვის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტების პირველ პირებს და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

 


„მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელს, რომელიც დღე და ღამე მუშაობდით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოორდინირებულად და ერთ გუნდად. მადლობა მერებს, გამგებლებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებთან ერთად ახდენდნენ დროულ რეაგირებას ყველა პრობლემაზე, მადლობა ჩემს მოადგილეებს, ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლებს, რომლებიც აღდგენით სამუშაოებზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ჩვენ ყველამ ერთად მუშაობით, შევძელით დროულად მოგვეხდინა რეაგირება ყველა პრობლემაზე და ჩვენს მოქალაქეებს რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება შექმნოდათ დიდთოვლობისგან," განაცხადა ლევან შონიამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი