"საქართველოს საშუალება აქვს ბუნებრივი აირი მიიღოს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ირანიდან, ჩვენ სამივე ქვეყანასთან უნდა გვქონდეს გახსნილი მოლაპარაკებები"
06-01-2016, 06:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველოს საშუალება აქვს ბუნებრივი აირი მიიღოს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ირანიდან. ჩვენ სამივე ქვეყანასთან უნდა გვქონდეს გახსნილი მოლაპარაკებები," ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა და დააზუსტა, რომ ირანული გაზის შემოტანა მხოლოდ სომხეთის გავლით არის შესაძლებელი, სადაც მილსადენს "გაზპრომის" შვილობილი კომპანია ფლობს და ამ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური ვალდებულებები "გაზპრომთან" ექნება.


"ირანიდან რომ შემოვიდეს გაზი უნდა გაიაროს სომხეთის ტერიტორია და 700 მილიმეტრიანი მილსადენი. ამ მილსადენს ფლობს "გაზპრომის" შვილობილი კომპანია და შესაბამისად ინფრასტრუქტურაც მათია. თუ ირანიდან მივიღებთ გაზს, ტრანზიტის საფასურის გადახდა მოგვიწევს "გაზპრომისთვის". საქართველოს საშუალება აქვს ბუნებრივი აირი მიიღოს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ირანიდან. ჩვენ სამივე ქვეყანასთან უნდა გვქონდეს გახსნილი მოლაპარაკებები და უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. რაც იქნება მიზანშეწონილი, გონივრული ჩვენი ეკონომიკისთვის, რაც არ დააზიანებს ურთიერთობებს ჩვენს გრძელვადიან პარტნიორებთან, ამ სამეულიდან უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. არ უნდა გავხდეთ დამოკიდებული რომელიმე ერთ წყაროზე. ენერგოდამოკიდებულება, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყანა იქნება, არ არის მიზანშეწონილი. რაც უფრო დივერსიფიცირებულია, მით უკეთესი. სამინისტრო გაძლევთ პირობას, ჩვენ ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ეკონომიკას და პოლიტიკურ მდგომარეობას", - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი