გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო, ანგელა მერკელი ასევე მიესალმება ევროკომისიის მოხსენებას, საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ის, საქართველოს მთავრობისთვის, რეფორმების გაგრძელების მოტივაცია უნდა გახდეს.
"დარწმუნებული ვარ, ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალშიც დადებითი მიმართულებით განვითარდება. გერმანია დარჩება საქართველოს სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე. გისურვებთ წარმატებებს თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებაში. მოხარული ვიქნები, თუ მალე ბერლინში გიხილავთ", - ნათქვამია ანგელა მერკელის მილოცვის წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.