პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ ვაკანტური თანამდებობა შესაძლოა ახალმა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავოს.
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი მიესალმება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას და აცხადებს, რომ კვირიკაშვილი გუნდში აღიარებული ლიდერია და პარტიის თავმჯდომარის პოსტი მას თანამდებობრივადაც შეეფერება, თუმცა ვოლსკი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი გუნდის შიგნით უნდა განიხილონ.
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო"-ს ახალი თავმჯდომარის არჩევა გაზაფხულზე, ყრილობის ფორმატში იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.