ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმას, ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
დაცვის მხარე პროცესის განმავლობაში აცხადებდა, რომ ირაკლი კირკიტაძის პატიმრობის საფუძველი არ არსებობს. აქედან გამომდინარე ადვოკატმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
პროცესის დასრულების შემდეგ დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ მისი ძმა პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, ეს კი უკავშირდება 28 იანვარს დაგეგმილ არჩევნებს გარდაბანში. როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, იგი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია და მისი ძმის დაკავება სწორედ ამ მოტივით, პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
ირაკლი კირკიტაძეს ბრალად ედება სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ხულიგნობას გულისხმობს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ირაკლი კირკიტაძე ხულიგნობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.