გაეროს უშიშროების საბჭომ, მას შემდეგ რაც ფხენიანმა წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ დაიწყებს ჩრდილო კორეის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებაზე მუშაობას.
უშიშროების საბჭომ დაგმო ბირთვული გამოცდა და აღნიშნა, რომ „საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას კვლავ საფრთხე ემუქრება“.
ეს ჩრდილო კორეის მე-4 ბირთვული გამოცდაა 2006 წლის შემდეგ, მაგრამ თუ საბოლოოდ დადასტურდება, პირველი იქნება წყალბადის ბომბის გამოცდის თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო ექსპერტები შემოიკრიბა იმის დასადგენად, იყო თუ არა აფეთქება საკმარისად დიდი იმისათვის, რომ ამგვარი ბირთვული გამოცდა მომხდარიყო.
ჩრდილო კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ წარმატებით გამოსცადეს წყალბადის ბომბი იმ ადგილას, სადაც მთავარი ბირთვული შემოწმებები მიმდინარეობს.
სახელმწიფო ტელევიზიამ ტესტირების შესახებ, მთრთოლავი ხმით, მას შემდეგ ამცნო საზოგადოებას, რაც მონიტორებმა პანგი-რის სიახლოვეს 5.1 მაგნიტუდის ბიძგები გამოავლინეს.
წყალბადის ბომბი, გამომდინარე მასში გარეული ნივთიერებებიდან, აფეთქებისას გაცილებით მძლავრია, ვიდრე ჩვეულებრივი ატომური ბომბი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.