ახალ სპორტის სასახლეში გამართულ „წლის სპორტსმენის“ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
გიორგი მრებრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის „მია ფორსის“ წარმომადგენელს დათა ქაჯაიას განსაკუთრებული დამსახურებისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა.
დათა ქაჯაია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც 2015 წელს საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე ძარიანი ავტომობილებით რბოლაში იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს სპორტის განვითარებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა აქტიურ მხარდაჭერას, რისი ნათელი მაგალითიც სამინისტროს სპორტული კლუბების წარმატებებია საერთაშორისო ასპარეზზე.
სპორტული კლუბი „მია ფორსი“ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბაზაზე უკვე რამდენიმე წელია არსებობს. კლუბის წევრები სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოსა და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონები არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.