სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა ლიბიის დასავლეთში მდებარე ქალაქ ზლიტენის პოლიციის ტრეინინგის ცენტრთან ბომბის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ BBC ლიბიის მედიაზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნული ტრეინინგის ცენტრი ლიბიის აწ გარდაცვლილი ლიდერის მუამარ კადაფის მმართველობისას სამხედრო ბაზა იყო. 2011 წელს კადაფის ხელისუფლებიდან გაძევების შემდეგ ლიბია არასტიბულორობამ მოიცვა და ხშირად გაისმის წუხილი იმის თაობაზე, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იქ თავიანთ პოზიციებს იმაგრებენ.
საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აფეთქების შედეგად 50 ადამიანია დაღუპული.
გაეროს სპეციალურმა ელჩმა ლიბიაში, მარტინ კობლერმა განაცხადა, რომ ცენტრთან თავი თვითმკვლელმა აიფეთქა. ლიბიის მედიის ცნობით, აფეთქებისას ცენტრის გარეთ, ასეულობით ახალწვეული დილის ვარჯიშებს აკეთებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.