დავით ზალკალიანი: ბოლო პერიოდის ნაბიჯები მიმყარებს რწმენას, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არის შეუქცევადი
07-01-2016, 04:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა, დავით ზალკალიანმა დაადასტურა, რომ შესაძლოა ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნდეს, თუმცა გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. ზალკალიანი ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში ცვლილებები თვისობრივად ახალ გარემოებას ქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

 

 

„კონსულტაციები მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ თუ გადაწყდება ჩემი დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნება, პირველ რიგში ეს იქნება ჩემი არჩევანი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან ჯგუფის გადაწყვეტილება. ბოლო პერიოდში ცვლილებები თვისობრივად ახალ გარემოებას ქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. პრემიერ მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები და ის ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა საგარეო კურსის მიმართულებით მიმყარებს რწმენას, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არის შეუქცევადი“, - განაცხადა ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი