საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება.
კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი თავადაც არ არის ამის წინააღმდეგი.
"ბატონი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება ჩვენი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მას შემდეგ, რაც ბატონმა ღარიბაშვილმა გაახმოვანა თავისი სურვილი, რომ პარტიული პოზიციიდან წავიდეს", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მისი თქმით, კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება არა იმიტომ, რომ ის პრემიერ მინისტრია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის გუნდის სურვილი.
"თავად გუნდს სურს, რომ კვირიკაშვილი იხილოს პარტიის და კოალიციის ლიდერად", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. შეკითხვაზე - იქნება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი - კვაჭანტირაძემ უპასუხა, რომ ამაზე მსჯელობა გუნდის შიგნით უნდა მოხდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.