ავღანეთიდან სამშობლოში 80 ქართველი ჯარისკაცი დაბრუნდა
25-01-2014, 21:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბათუმის ქვეითი ბატალიონის სამხედროებს აეროპორტში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი დახვდნენ.

 

ჯარისკაცებმა ISAF-ის მისია ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასრულეს. "დაგვიბრუნდა როტაციის ბოლო ნაწილი ჩვენი ვაჟკაცი მეომრებისა. მინდა, მადლობა გადავუხადო ასეთი დიდი სამსახურისთვის, მისიის წარმატებით შესრულებისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამდენ ხანს მონატრებულები, დროს რომელსაც ისინი ოჯახებში გაატარებენ, ალბათ, ყველაზე დიდი თერაპია იქნება მათთვის, ამ დიდი პასუხისმგებლობით სავსე მისიის შემდეგ", - განაცხადა ალასანიამ. 

 

ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

"ვფიქრობ, ქართველი ჯარისკაცები გმირები არიან. მათ საკუთარი მისია ამერიკელ სამხედროებთან ერთად პირნათლად შეასრულეს და სამაგალითო მამაცობა აჩვენეს. ამერიკა და ნატო აფასებს საქართველოს მხარდაჭერას იმ საქმეში, რასაც საერთაშორისო უსაფრთხოება ჰქვია", - განაცხადა ნორლანდმა. 

 

 

 

 

 

http://pia.ge/show_news.php?id=2209&lang=geo  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი