ალილოს მონაწილეთა ჯგუფი ცოტა ხნის წინათ საპატრიარქოსთან იმყოფებოდა, სადაც პატარები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე დალოცა.
უწმინდესთან ერთად ბავშვებს საპატრიარქოს მთავარ შესასვლელთან გამოეგებნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. პატრიარქმა იქ მყოფებს ნაკურთხი წყალი ასხურა და დალოცა. მათ ტკბილეული გადასცეს.
"გილოცავთ შობის დღესასწაულს. მთელი საქართველო დალოცვილი იყოს, დალოცვილი იყოს საქართველოსთან ერთად მთელი მსოფლიო", - განაცხადა პატრიარქმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.