ვინ იქნება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ფორმალურად, მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან პარტიის თავმჯდომარე, პრემიერიც და პრეზიდენტიც ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
"ვინ იქნება "ქართული ოცნების" პარტიის ხელმძღვანელი, მე მგონი, ამ ქვეყანაში აქტუალური აღარ არის, იმიტომ რომ მოსახლეობა და საზოგადოება ცალსახად ჩამოყალიბდა "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, რომ ეს ხელისუფლება არის გასასტუმრებელი და უბრალოდ დროის ამბავია, როდის მოხდება ეს. ამიტომ შიდაპარტიული ხელმძღვანელობა და ის, თუ ვინ არის პარტიის თავმჯდომარე ფორმალურად, მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ პარტიის თავმჯდომარე, პრემიერიც და პრეზიდენტიც ამ ქვეყანაში არის ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.