„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც ენმ-ს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, ესაა შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი, რითაც ხელისუფლება ცდილობს გარდაბნის გამგებლის არჩევნებზე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დავით კირკიტაძეზე ზეწოლა განახორციელოს.
„სამწუხაროა, რომ ახალი წელი ახალმა პრემიერმა, ნაცვლად თავისი დაპირების შესრულებისა კონსტრუქციული თანამშრომლობის შესახებ, კვლავ პოლიტიკური დაკავებებით, ზეწოლითა და შანტაჟით დაიწყო.
ერთი შეხედვით ყოფითი დავა, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაში გადაიზარდა, სადაც მონაწილეობას პოლიციის მოქმედი თანამშრომლები ღებულობდნენ. შემთხვევიდან 1 წუთში დაახლოებით 20 პოლიციელი აღმოჩნდა "შემთხვევით" ირაკლი კირკიტაძის დასაკავებლად და შეთითხნილი ბრალდებებით ის წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. ბუნებრივია ეს გარდაბნის არჩევნებს უკავშირდება, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. ხელისუფლება კი ცდილობს ბოლო 3 წელიწადში აპრობირებული მეთოდი გამოიყენოს და ოჯახის წევრებზე სისხლის სამართლის აღძვრით გავლენა მოახდინოს მასზე.
ეს ფაქტი არის შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი, რადგან ჩვენს შემთხვევევბში, როცა ჩიორა თაქთაქიშვილზე, ზურაბ ჭიაბერაშვილზე, გიორგი ღვინიაშვილზე უხეში და მათ შორის შეირაღებული თავდასხმები განხორციელდა, არცერთხელ არ გამოყენებულა პატიმრობა.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.