შევეცადოთ, რომ კარგი კომპანიები წავახალისოთ, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, გამოვიყენოთ სანქციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან ელექტროენერგიის მიწოდებისა და გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
"შეიძლება ითქვას, რომ იყო პერიოდი, როცა მთელ საქართველოში ჭირდა გადაადგილება. რასაკვირველია, არაფერი არ ამართლებს ამას, მაგრამ ცოტა რთული აღმოჩნდა ხალხის გამოყვანა პირველ ორში და იყო კონტრაქტორების მხრიდან ტექნიკის პრობლემები. ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი გამართულად არის, მაგრამ ძირითადი პრობლემები მოიხსნა. ცაგერის მიმართულებით გვქონდა სერიოზული პრობლემები. სამი დღის განმავლობაში იქ პრაქტიკულად არ იწმინდებოდა. მომიწევს ალბათ გარკვეული საჯარიმო სანქციების გამოყენება. დღეს იქ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია," ეს ინფორმაცია მთავრობის წევრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მიაწოდა, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ უპრიანი იქნებოდა არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორებისადმი სანქციები გამოეყენებინათ.
"სამწუხაროდ, როგორც ბანტონმა ნოდარ ჯავახიშვილმა ბრძანა, ყველა კონტრაქტორმა ვერ გაითავისა ის ვალდებულებები, რომელიც მათ გააჩნიათ, ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, რომ უპირველეს ყოვლისა მოსახლეობას მივაწოდოთ რეგულარული ინფორმაცია ბრიფინგის სახით გზების დეპარტამენტის ან შესაბამისი უწყების მხრიდან და მეორე, ასეთი პრობლემების გამო, ვერ ხდება ძირითადი სერვისების მიწოდება, მოქალაქეების გადაადგილების ნაწილში შეფერხებებს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება სასწრაფო ვერ მივიდეს ავადმყოფთან და შეიძლება რაიმე უბედურება მოხდეს. მე მინდა, როგორც კახი კალაძემ ბრძანა, თუ კონტრაქტორი კარგად ასრულებს ვალდებულებებს, წავახალისოთ და მადლობაც უნდა ვუთხრათ, ასევე მომავალ თანმშრომლობაში გავითვალისწინოთ და თუ ვერ ასრულებს პირიქით, გამოვიყენოთ ის სანქციები, რაც საჭიროა. იმიტომ, რომ ალბათ ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ რა სტრუქტურით ვქირაობთ ჩვენ ამა თუ იმ კომპანიას და არც ის, რომ რომელიმე ჩვენი კონტრაქტორი ვერ ასრულებს ამა თუ იმ მოვალეობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა არის პასუხისმგებელი, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეცადონ კარგი კომპანიები წაახალისონ, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, სანქციები იქნას გამოყენებული და ეს ყველაფერი მომავალ ურთიერთობებში იქნას გათვალსიწინებული. "ამას რა თქმა უნდა, ჩვენი კონტრაქტორი კომპანიების გასაგონადაც ვამბობ," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.