თხოვნა მექნება, რომ, როგორც ახალი წლის დღეებში, ყველა თქვენთაგანი პირადად იყო დღე და ღამე ჩართული, პრობლემების აღმოფხრაში, ასე გავაგრძელოთ, - მიმართა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებს მას შემდეგ, რაც მათგან უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაციები მოისმინა.
"ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება, გამომდინარე კლიმატური პირობებიდან. ეს წვიმაც არ არის ნაკლები პრობლემა ყინვის შემთხვევაში, ამიტომ, ალბათ ამ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და რეგულარული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.