რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ გზების გაწმენდასთან დაკავშირებით გარკვეულ პრობლემებს ჰქონდა ადგილი. ჯავახიშვილის თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო ცაგერის მიმართულებით, სადაც 3 დღის განმავლობაში გზების გაწმენდა არ მიმდინარეობდა, რის გამოც მინისტრი კონტრაქტორებისადმი საჯარიმო სანქციების გამოყენებას არ გამორიცხავს.
"შეიძლება ითქვას, რომ იყო პერიოდი, როცა მთელ საქართველოში ჭირდა გადაადგილება. რასაკვირველია, არაფერი არ ამართლებს ამას, მაგრამ ცოტა რთული აღმოჩნდა ხალხის გამოყვანა პირველ, ორში და იყო კონტრაქტორების მხრიდან ტექნიკის პრობლემები. ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი გამართულად არის, მაგრამ ძირითადი პრობლემები მოიხსნა. ცაგერის მიმართულებით გვქონდა სერიოზული პრობლემები. სამი დღის განმავლობაში იქ პრაქტიკულად არ იწმინდებოდა. მომიწევს ალბათ გარკვეული საჯარიმო სანქციების გამოყენება. დღეს იქ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია," განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.