"ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი ერაყელი ლტოლვილი დააკავეს" - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ერაყში დაბადებულმა 23 წლის პალესტინელმა ავს მუჰამად იუნის ალ-ჯაიაბიმ, რომელიც აშშ-ში 2012 წლის ოქტომბერში ჩავიდა, ხელისუფლებას დაუმალა, რომ სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია "ანსარ ალ-ისლამის" რიგებში იბრძოდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სულ მცირე 8-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მეორე ერაყელ მიგრანტი კი 24 წლის ომარ ფარაჯ საიდ ალ-ჰარდანია. ის აშშ-ში ლტოლვილის სტატუსით 2009 წლიდან იმყოფება. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ის დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანებას აპირებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.