საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ დაღესტანში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქის თბილისისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კომუნიკაცია შედგა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი კონტაქტი დამყარებულიყო. საწყის ეტაპზე შედგა კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს შორის. შემდგომ სხვა უწყებების დაკონტაქტება გახდა საჭირო და ეს მუშაობა უკვე მიმდინარეობს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.
დაღესტანში დაკავებულები სავარაუდოდ, ის პირები არიან, რომლებიც რამდენიმე დღის წინათ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სანადიროდ წავიდნენ და გაუჩინარდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.