თეა წულუკიანი კეზერაშვილის საქმეზე: ძალიან ვწუხვარ, რომ ფრანგი მოსამართლე აღმოჩნდა უთანასწორო პირობების წინაშე
27-02-2014, 16:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პროკურატურა გააგრძელებს მუშაობას, რომ, დღეს თუ არა ხვალ, ბატონი კეზერაშვილი ჩამობრძანებულ იქნას ქვეყანაში და პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საფრანგეთის მოსამართლე უთანასწორო პირობების წინაშე აღმოჩნდა.

 


"ეს გადაწყვეტილება არის ცინცხალი, ჯერ არ არის ოფიციალურად გამოცემული, რომ მოტივაციას გავეცნო, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ არის უარი. ძალიან ვწუხვარ, რომ ფრანგი მოსამართლე აღმოჩნდა ისეთი უთანასწორო პირობების წინაშე, როგორიც იყო, ერთი მხრივ, კეზერაშვილის ძვირადღირებული ადვოკატი და მეორე მხრივ, ფრანგი პროკურორი, რომელმაც, როგორც ჩანს, ძვირადღირებულ ადვოკატს ღირსეული და სათანადო კონკერენცია ვერ გაუწია. ფრანგ პროკურორს ქართველი სამართალდამცველების სახელით ევალებოდა, დაეცვა ჩვენი ინტერესი. ეს ასე ვერ მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფრანგმა მოსამართლემ კეზარაშვილი რაიმეში გაამართლა", - აღნიშნა წულუკიანმა.

 


ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოში კეზერაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი უცვლელი დარჩება.

 


"საქართველოში მის წინააღმდეგ ბრალია წაყენებული და ასეც დარჩება. უბრალოდ, მე ვწუხვარ, რომ კეზერაშვილს არ მიეცემა საშუალება, ჩამოსულიყო და აქ გაებათილებინა მის წინააღმდეგ ქართველი პროკურორების მიერ წაყენებული ბრალდებები. ყოველშემთხვევაში, ამით ჩვენი სამუშაო ამოწურული არ არის. მე ვიცი, რომ პროკურატურა აგრძელებს და გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ დღეს თუ არა ხვალ ბატონი იქნას ჩამობრძანებული ქვეყანაში, იმისთვის, რომ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას",- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

 


საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე დღეს უარი განაცხადა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი