ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანის დაბრუნებას მიესალმება, თუმცა მიაჩნია, რომ ზალკალიანს მისი გადადგომისას გაკეთებული განცხადებების გამო განმარტების გაკეთება მოუწევს.
"მე მივესალმები. დათო არის უაღრესად პატიოსანი ადამიანი, ღირსეული პიროვნება. ჩვენ ერთად გამოვიარეთ ის მძიმე და რთული დღეები, რაც 2012 წელს, წინასაპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა", -განაცხადა კალაძემ. კალაძემ გაიხსენა დავით ზალკალიანის მიერ გადადგომისას გაკეთებული განცხადებებიც და აღნიშნა, რომ მას განმარტების გაკეთება მოუწევს. "ის განცხადებები, რაც იყო გაკეთებული, როდესაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ მას ახსნა-განმარტება მოუწევს ამ განცხადებებთან დაკავშირებით", -განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.