დავით ნარმანია: ვაპირებთ, დედაქალაქში კონტრაქტორ კომპანიებთან მიმართებაში, ზედამხედველობა გავაძლიეროთ
08-01-2016, 03:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დედაქალაქში კონტრაქტორ კომპანიებთან მიმართებაში ზედამხედველობას გავაძლიერებთ" - განცხადება აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

 

"რაც შეეხება სანქციებს, მეც მინდა ამას გამოვეხმაურო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. დედაქალაქში კონტრაქტორ კომპანიებთან მიმართებაში ზედამხედველობას გავაძლიერებთ. ისევე, როგორც კომუნიკაციების სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ჩვენგან იღებენ ნებართვას, ასევე სპეციალურ დამატებით ზედამხედველობას დაექვემდებარებიან იმისათვის, რომ ურთიერთობა ერთი მხრივ, არ გაცდეს სახელშეკრულებო ფარგლებს და მეორე მხრივ, ყველამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ თუ რაიმე სამუშაოს ასრულებს, დროულად და ხარისხიანად უნდა დაასრულოს. გზებთან მიმართებაში იყო ორი-სამი კომპანია, რომლებსაც მართვასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ და შესაბამისად, დროულად ვერ დაასრულეს სამუშაოები. ასევე არიან კომუნიკაციების სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები, რომლებთაც უზიანდებათ კომუნიკაციები ან დამატებით აქვთ გასაყვანი და ჩვენგან იღებენ ნებართვას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა დროულად დაასრულოს სამუშაო" - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი