თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, მიუსაფარი არის თუ არა თბილისში სადმე რეგისტრირებული, ეს ადამიანი თავშესაფარში იქნება მიღებული. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"დედაქალაქში არსებული მიუსაფრების ძირითადი კონტინგენტი, რასაკვირველია, აღრიცხულია და ის, ვინც კარვებში იყვნენ, გადაყვანილი არიან ცივილურ თავშესაფრებში. იმ შემთხვევაში თუ დამატებითი მიუსაფარი აღმოჩნდება ქუჩაში, რასაკვირველია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები და საპატრულო პოლიცია ამასთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას გააკეთებენ. როგორც წესი, საპატრულო პოლიცია ან სასწრაფო დახმარების სამსახურს მოჰყავს შესაბამისი კონტინგენტი ადგილზე, რეგისტრაციას აკეთებს თავშესაფარი და შემდეგ ხდება ამ ადამიანების განთავსება. მე დამატებით გავეცი განკარგულება იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, მიუსაფარი თბილისში, სადმე არის თუ არა რეგისტრირებული, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი იქნება მიღებული და დროებით განთავსებული, ვიდრე გაირკვევა ამ ადამიანის შემდგომი ბედი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.