უწყებებს, რომელთა ხელმძღვანელებსაც ჯილდოდ იარაღის გადაცემის უფლება ჰქონდათ, სუს-იც დაემატა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, შესაბამისი ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტში "სამოქალაქო ან სამსახურებრივ საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილებაში.
"მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იყო ის უწყებები, რომელთა ხელმძღვანელებსაც უფლება აქვთ ჯილდოდ იარაღის გადაცემის. ამ ნუსხას დაემატა კიდევ ერთი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური", - განუმარტა ჟურნალისტებს გიორგი მღებრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.