ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა, რის გამოც ტრანსკავკასიური მაგისტრალი სპეციალურ განკარგულებამდე დაიკეტა. რუსული მედიის ცნობით, გადაადგილება მაგისტრალზე დღეიდან აიკრძალა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებულ პუნქტ ბურონსა და როკის გვირაბის ჩრდილო პორტალს შორის მაგისტრალზე, ორივე მიმართულებით.
სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ღამის განმავლობაში რამდენიმე ზვავი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზეც ჩამოწვა. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან აკავშირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.