„დღეს, მე ხელი მოვაწერე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც წარმოდგენილი იყო პარლამენტიდან. ამასთან დაკავშირებით, მინდა საზოგადოებას გავუკეთო რამდენიმე განმარტება“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ცვლილებებს არ ეთანხმება, არ გამოიყენა ვეტოს უფლება და მოაწერა ხელი კოდექსს.
„ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია და რეალურად საარჩევნო რეფორმა, რეფორმა რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობასა და ასე ვთქვათ, თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს. 2015 წელს მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბდა იმ შეხედულებაზე თუ რა არის საუკეთესო ქართული საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. საუკეთესო არის პროპორციულ სისტემაზე ქვეყნის გადაყვანა" - განმარტა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.