მარგველაშვილი საარჩევნო კოდექსზე: გაუგებარია ჩემთვის, რატომ უნდა გადავდოთ კიდევ ოთხი წლით ის, რაზეც ვთანხმდებით ყველა რომ კარგია
08-01-2016, 04:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე ხელი მოვაწერე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო არის პროპორციულ სისტემაზე ქვეყნის გადაყვანა“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 


"ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში რა ვადებია ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით. მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეტიც, საქართველოს მოსახლეობის 240 ათასზე მეტი ხელმოწერით დადასტურებული პეტიცია მხარს უჭერს იმ პოზიციას, რომ ეს განხორციელდეს 2016 წელსვე. განსხვავებული პოზიცია არის, როგორც ვხედავთ მმართველ კოალიციაში, რომელიც ამ ცვლილებას 2020 წლისთვის გეგმავს. მე ვფიქრობ, რატომ უნდა გადავდოთ ის, რაზეც ვთანხმდებით ყველა, რომ კარგია და მისაღებია, კიდევ 4 წლით, კიდევ უფრო გაუგებარია ჩემთვის. და მე მიმაჩნია და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უფრო ინტენსიური კონსულტაციების მეშვეობით მივიდნენ ერთობლივ თანხმობამდე ამ საკითხთან დაკავშირებით.“ - განმარტა პრეზიდენტმა.

 


შეკითხვაზე, თუ კი ეს კანონი არ არის ის, რაც საზოგადოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რატომ არ გამოიყენა ვეტოს უფლება, პრეზიდენტმა უპასუხა: "იმიტომ, რომ ეს კანონი ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნა წარმოდგენილი - გარკვეულ ტექნიკურ ჩასწორებებს არსებულ კოდექსში. ეს არის სწორად დაწერილი კანონი, იმ მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც წარმოადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს არ არის საარჩევნო რეფორმა, მაგრამ იმ კონტექსტში, რომელშიც ეს ცვლილებები იქნა წარმოდგენილი, ეს არის ადეკვატური კანონი" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი