„რესტორნები მრავალშვილიანი ოჯახების გადასარჩენად“ – „პოზიცია“ ახალ პროექტს იწყებს
08-01-2016, 04:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ ახალ, ერთწლიან პროექტს იწყებს. „რესტორნები მრავალშვილიანი ოჯახების გადასარჩენად“, - ამ სახელწოდებით „პოზიცია“ თბილისში, 12 დიდ რესტორანთან თანამშრომლობის საფუძველზე, 12 თვის განმავლობაში 12 სოციალურად დაუცველი მრვალშვილიანი ოჯახისთვის საკვებით უზრუნველყოფის ორგანიზებას მოახდენს.


პროექტის მიხედვით, თითო რესტორანი თითო ოჯახს მზრუნველობას 1 წლის მანძილზე გაუწევს და აიღებს ვალდებულებას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ოჯახი კვირაში სულ მცირე 2-ჯერ, მთელი კვირის განმავლობაში საკმარისი, მზა საკვებით უზრუნველყოს.


„პოზიცია“-ში მიაჩნიათ, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა სერიოზული დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას და გაეროს მონაცემებით, თუ შობადობის პროცენტული მაჩვენებელი არ გაიზარდა, 2050 წლისთვის შესაძლოა, საქართველო მომაკვდავი ერების რიცხვში აღმოჩნდეს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გაწეული მსგავსი დახმარება არა მხოლოდ სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს გადაარჩენს, არამედ სხვა ოჯახებსაც მისცემს იმის სტიმულს, რომ მეტი შვილი იყოლიონ, მით უფრო, თუ კი ამ იდეას რესტორნების გარდა მომავალში კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდებიან და თავიანთ წვლილს გაიღებენ მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი