რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის თხოვნა პირადი უსაფრთხოების შესახებ დააკმაყოფილა,- ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
საინფორმაციო სააგენტო ინფორმაციას მთავრობაში თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს წყაროს თქმით, რუსეთი პასუხისმგებლობას იღებს იანუკოვიჩის უსაფრთხოებაზე მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი თავს კვლავ უკრაინის პრეზიდენტად თვლის, არ ცნობს უკრაინის უმაღლესი რადის მიერ მიღებულმ დადგენილებებს და ამბობს, რომ "ბანდიტებმა" სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.
რამდენიმე დღის წინათ უკრაინის უმაღლესმა რადამ ვიქტორ იანუკოვიჩი პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენა და 25 მაისისთვის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.