"ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ გლდანის ციხეში მიმდინარე სხდომაზე ამ დრომდე 15 საქმე განიხილა და თხუთმეტივეს შემთხვევაში დადებითი გადაწყვეტილება მიიღო" - განცხადება ამის თაობაზე გლდანის ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა.
"ზოგ მსჯავრდებულს, რომელსაც პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება კანონით ეხება, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა, ზოგს კი, სასჯელი შეეცვალა უფრო მსუბუქი რეჟიმით. ათზე მეტ მსჯავრდებული კი საბჭოს გადაწყვეტილებით სრულად გათავისუფლდება. მე მინდა ვუსურვო მათ, არ დაბრუნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
აღნიშნული განცხადება ეკა ბესელიამ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.