"უმჯობესია, პრეზიდენტი იმ არგუმენტებს გაეცნოს, რაზეც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული" - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ,ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განუცხადა.
"ამ დროისთვის იმდენი არგუმენტი იყო ნათქვამი და იმდენზე იყო ეს პოლიტიკური შეთანხმება ახსნილი, რომ არა მგონია, რაიმე გაუგებარი იყოს. პრეზიდენტი, უმჯობესია, ამ არგუმენტებს გაეცნოს. საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და მუდმივი ცვლილებების პროცესში ყოფნა არასტაბილურობას შექმნის. პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია ის ცვლილებები, რასაც მან ხელი მოაწერა და შესაბამისად, სურვილებით გაკეთებული განცხადებები არ ქმნის სერიოზულ პოლიტიკურ ფონს" - აღნიშნა ბესელიამ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ხელისმოწერის მიუხედავად, ფიქრობს, რომ ეს ის რეფორმა არ არის, რომელზეც წლების განმავლობაში სუბრობდნენ.
"განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში რა ვადებია ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით. მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეტიც, საქართველოს მოსახლეობის 240 ათასზე მეტი ხელმოწერით დადასტურებული პეტიცია მხარს უჭერს იმ პოზიციას, რომ ეს განხორციელდეს 2016 წელსვე. განსხვავებული პოზიცია არის, როგორც ვხედავთ მმართველ კოალიციაში, რომელიც ამ ცვლილებას 2020 წლისთვის გეგმავს. მე ვფიქრობ, რატომ უნდა გადავდოთ ის, რაზეც ვთანხმდებით ყველა, რომ კარგია და მისაღებია, კიდევ 4 წლით, კიდევ უფრო გაუგებარია ჩემთვის. და მე მიმაჩნია და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უფრო ინტენსიური კონსულტაციების მეშვეობით მივიდნენ ერთობლივ თანხმობამდე ამ საკითხთან დაკავშირებით“ - განმარტა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.